როგორი მხარდაჭერა მიიღეს თბილისის მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნებში 769 უბნიდან 100% დაითვალა. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში მეორე ტური „ქართული ოცნების” კანდიდატ კახა კალაძესა და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატ ნიკა მელიას შორის გაიმართება.

თბილისის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოდა. მიღებული ხმების რაოდენობით, მათი რეიტინგი ასეთია:

  1. კახა კალაძე, „ქართული ოცნება” – 216 203 ხმა (45.04%);
  2. ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა” – 163 003 (33.96%);
  3. გიორგი გახარია, „საქართველოსთვის” – 44 914 (9.36%);
  4. ანა დოლიძე, „ხალხისთვის” – 22 033 (4.59%);
  5. ანა ბიბილაშვილი, „ლელო” – 12 155 (2.53 %);
  6. გიორგი ლომია, „პატრიოტთა ალიანსი” – 7 041 (1.47 %);
  7. მიხეილ ქუმსიშვილი, „ლეიბორისტული პარტია” – 3 908 (0.81 %);
  8. თამარ კეკენაძე, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” – 2 921 (0.61 %);
  9. არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო” – 2 915 (0.61 %);
  10. ზაზა ხატიაშვილი, „თავისუფალი საქართველო” – 1 754 (0.37 %);
  11. გიორგი გაჩეჩილაძე, „მწვანეთა პარტია” – 914 (0.19 %).
  12. გიორგი ქუთათელაძე, „საქართველო” – 647 (0.13 %);
  13. გიორგი ლაღიძე, „მომავალი საქართველო” – 476 (0.1%);
  14. ქეთევან ნაკაშიძე, „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის” – 404 (0.08 %);
  15. ევგენი ღვინიაშვილი, „მშრომელთა სოციალისტური პარტია” – 404 (0.08 %);
  16. თეიმურაზ ბობოხიძე, „მამული” – 344 (0.07%).