ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია COVID-19-ის 5 426 501 დადასტურებული შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა 344 409, გამოჯანმრთელდა 2 259 064 ადამიანი.
ამ დროისთვის 2 769 792 ადამიანი მკურნალობის პროცესშია, მათგან 53 236 (2%) პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია როგორც – სერიოზული ან კრიტიკული.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 666 829 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გარდაიცვალა 98 683 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 446 927.
შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბრაზილია – 349 113 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 142 587 გარდაიცვალა 22 165 ადამიანი.
შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც ამ დოისთვის ფიქსირდება 344 481 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 113 299, გარდაიცვალა 3 541 ადამიანი.
რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს, ამ დროის მონაცემებით:
თურქეთში 155 686 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 117 602, გარდაიცვალა 4 308 ადამიანი.
სომხეთში 6 661 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 3 064, გარდაიცვალა 81 ადამიანი.
აზერბაიჯანში 3 982 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 2 506, გარდაიცვალა 49 ადამიანი.
საქართველოში დღეს 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
ბოლო სტატისტიკური მონაცემები კი ამგვარია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 730;
აქედან გამოჯანმრთელდა – 522; ]
გარდაიცვალა – 12;
კარანტინის რეჟიმში – 3076;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.