ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია COVID-19-ის 6 997 348 დადასტურებული შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა 402 495, გამოჯანმრთელდა 3 420 626 ადამიანი.
ამ დროისთვის 3 174 227ადამიანი მკურნალობის პროცესშია, მათგან 53 639 (2%) პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია როგორც – სერიოზული ან კრიტიკული.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 988 545 შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან გარდაიცვალა 112 096 , გამოჯანმრთელდა 751 897 ადამიანი.
შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბრაზილია – 676 494 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 302 084, გარდაიცვალა 36 044 ადამიანი.
შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც ამ დროისთვის ფიქსირდება 467 673 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 226 731, გარდაიცვალა 5 859 ადამიანი.
რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს, ამ დროის მონაცემებით:
თურქეთში 169 218 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 135 322, გარდაიცვალა 4 669 ადამიანი.
სომხეთში 13 130 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 4 014, გარდაიცვალა 200 ადამიანი. ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსის 766 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი.
აზერბაიჯანში 7 239 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 4 024, გარდაიცვალა 84 ადამიანი.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში ვირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი. ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 809 დადასტურებული შემთხვევაა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 674-ს შეადგენს.
- კარანტინის რეჟიმში – 3161;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285;
- გარდაცვლილი – 13;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.