როგორია კოვიდსტატისტიკა სკოლებში

პუბლიკა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით ბოლო ორი კვირის განმავლობაში  თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი.

ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული  კლასი.

დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელი.

ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო  მოსწავლეების – 0.3%-.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%.