საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილ პაციენტთა ნახევარზე მეტს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის ისტორია სხვა დაავადებების გამო.
ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდის დროს COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა
პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 58.9.% -ს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 23%-ს დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებები.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. ძირითად შემთხვევაში (94.8%) დაავადება გართულებული იყო პნევმონიით, გარდაცვლილთა 84.6%-ს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა სეპტიცემია აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 38.4%-ს (95% CI 23.3%-55.3%), ხოლო 35.8%-ში განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი.
_______________________
დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთანდაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეოთხე გადახედვას. აღნიშნულ გამოცემაში მონაცემები ასახულია 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით.
შესაბამისად, დოკუმენტში ყველა მაჩვენებელი წარმოდგენილია საანგარიშო პერიოდისთვის, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული. ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში რეგულარულად განახლდება.