რომ არ შეიცვალოს არაფერი კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას ზიანი არ მიადგება - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე,ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებენ, თუმცა, მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის აუცილებელი საკითხი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

„უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ, ეს მათი არჩევანია და მათი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაგრძელდება საარჩევნო ბარიერის დაწევაზე მსჯელობა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, ეს იქნება სამსჯელო თემა, მაგრამ, რომ არ შეიცვალოს არაფერი კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიის განვითარებისთვის, რადგან  პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული მოცემულობა“, – განაცხადა კობახიძემ.