დღეს რომ არჩევნები იყოს, „ოცნებას“ 36.6% მისცემდა ხმას, ენმ-ს 21.5% | Edison Research

პუბლიკა

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება – 36.6%
  • ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%
  • საქართველოსთვის – 8.8%
  • ლელო – 6.7%
  • გირჩი/დროა – 5%
  • ლეიბორისტული პარტია – 4.7%
  • ხალხისთვის – 3.7%
  • ალტ-ინფო – 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2.9%
  • ხალხის ძალა – 2.5%
  • მოქალაქეები – 1.7%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1.7%
  • ევროპული საქართველო – 0.7%
  • სხვა – 0.5%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.