რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, მერეც იტყვიან, თამაშობსო? - ალასანია ღარიბაშვილის განცხადებაზე

პუბლიკა

„ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?”, – ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „სააკაშვილი კარგი მსახიობია”.

„ვუსმინე და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ, რომ ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის არის დიდი მსახიობი თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე? გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ ჰქონდეს თვეები სიცხე? ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია და ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?”, – განაცხადა ალასანიამ.


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამის მკურნალობას უწევენ და რაც შეეხება კლინიკიდან გავრცელებულ კადრებს, მისი თქმით, „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია“.