რომ ვაპირებდით ზოგიერთ ქვეყანასთან გახსნას უფრო მარტივად, ეს შეიძლება ასე არ მოხდეს – მაჭავარიანი

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მან საზღვრების გახსნასთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ზოგიერთ ქვეყანასთან ტურისტებისთვის საზღვრები ჯერ ვერ გაიხსნას, რადგან იმ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიცვალა.

„მეორე შეკითხვა, რომ ვაპირებდით ზოგიერთ ქვეყანასთან გახსნას უფრო მარტივად და ეს შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. რამდენიმე ქვეყანასთან იყო მოლაპარაკება, მაგრამ არ მინდა, დავასახელო ეს ქვეყნები, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქ სიტუაცია მართვადი გახდება და დავუბრუნდებით ჩვენს პირველად გეგმებს. თუმცა დამერწმუნეთ, რომ საბოლოო ჯამში გამოქვეყნდება ის ქვეყნები, სადაც ურთიერთნდობისა და აღიარების პრინციპზე შედარებით იოლად და მარტივად ვუმასპინძლებთ ერთმანეთის სტუმრებს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორ ცნობილია, საქართველო ტურისტებისთვის საზღვრებს 1 ივლისს გახსნის. რომელი ქვეყნებიდან შეეძლებათ ტურისტებს ჩამოსვლა და როგორ შემოწმდებიან საზღვარზე, ამ კითხვებზე პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.