„რაც მოგვიწოდა სააკაშვილმა, ის იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა – მშვიდად მისვლა არჩევნებზე და მოგება“, – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფრომაციას ამოწმებენ.
,,საქართველოში რომ იყო, იმთავითვე ნათელია და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ უტიფარი მატყუარების ტაქტიკა, რომ ამბობდნენ, საქართველოში არ არისო. ამ ადამიანებს არ შეიძლება ადამიანი ენდოს არაფერში. რომ ვერ დაეპატიმრებინათ, ან რაღაცა რომ ვერ გაეკეთებინათ, გააგრძელებდნენ ტყუიელბს. [სააკაშვილის დაკავება] ეს ჩვენთვის სამწუხარო ამბავია. გადასამოწმებლად გვჭირდება დრო, მაგრამ ასეც რომ იყოს, ხომ ვამბობდით, რომ სააკაშვილი მიდის ამ რისკზე, რომ დადოს სასწორზე თავისუფლრბა და სოცოცხლეც“, – განაცხადა გია ბარამიძემ
ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი.