„რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები ანტიამერიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობაშიც კი არ ვიქნებოდით ერთად…”, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“. მას „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების „ანტიამერიკული განცხადებების“ შეფასება სთხოვეს.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვან ტაქტიკურ თემასთან დაკავშირებით. რაც პრინციპულია ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის რაღაცები, რაზეც ჯობია კულისებს მიღმა საუბარი პარტნიორებთან… ხალხს უნდა მიაწოდო მეტი ინფორმაცია იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს მეტად დაცული და საკუთარი თავი უკეთესად დაიცვას.
რაც შეეხება ანტიამერიკულს, მე ამას ანტიამერიკულს არ ვუწოდებდი. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები ანტიამერიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობაშიც კი არ ვიქნებოდით ერთად. ისინი არ არიან ფრაქციისა და პარტიის წევრები, თუმცა უმრავლესობაში არიან. თვითონ „ანტი“ სიტყვა არ მომწონს, შეიძლება ოჯახში საკუთარ შვილს მისცე შენიშვნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ანტი ხარ”, – განაცხადა კობახიძემ.