რომელ ეკონომიკურ საქმიანობებს არ შეეხება შეზღუდვები

პუბლიკა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4. დელივერსა და გატანის სერვისებს;

5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8. აგრარული ბაზრობის მუშაობას

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.