„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტი დააინიციირა.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება, მეორე და მესამე განხილვა კი საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება.
ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის ½-ით შემცირება; სასჯელის ¼-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ინიციატორების თქმით, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს
ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
მუხლები, რომლითაც ჩადენილ დანაშაულებს შეეხება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
„გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული
- 122-ე მუხლი
- 124-ე მუხლი
- 152-ე მუხლი
- 177-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 186-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა)
- 197-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 197 პრიმა მუხლი
- 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილი
- 2072 მუხლი
- 210-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 214-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 220 პრიმა მუხლი
- 236-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 238-ე მუხლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)
- 239-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 243-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა)
- 261-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა) ან მე-2 ნაწილი (გარდა ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა)
- 265-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 271-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 273-ე მუხლი
- 273 პრიმა მუხლის პირველი−მე-5 ნაწილები
- 281-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 287 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი
- მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილი
- 301-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილი
- 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილი
- 389-ე მუხლის პირველი ნაწილით
- 398-ე მუხლი
გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
- 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილი
- 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილი, 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტი, 12 ნაწილი (გარდა სისტემური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტი
- 170-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი
- 178- ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილი
- 180-ე მუხლის პირველი ნაწილი ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
- 182-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 185-ე მუხლის პირველი ნაწილი ან მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი
- 187-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 188-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 192-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარდა იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევისა)
- 193-ე მუხლი
- 196-ე მუხლი
- 204 პრიმა მუხლი
- 208- ე მუხლი
- 219-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 240-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი
- 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილი
- 277-ე მუხლის პირველი ნაწილი
- 278-ე მუხლის პირველი ნაწილი
კანონპროექტს სრულად გაეცანით ბმულზე.