რომელ მუნიციპალიტეტებში არ ჰყავს ოპოზიციას მერობის კანდიდატი

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ 26 მუნიციპალიტეტში ჰყავს.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ოპოზიციას ამ მუნიციპალიტეტებში კანდიდატები არ წარმოუდგენია:

  1. საგარეჯო
  2. გურჯაანი
  3. დედოფლისწყარო
  4. ყვარელი
  5. თიანეთი
  6. გარდაბანი
  7. დმანისი
  8. წალკა
  9. თეთრიწყარო
  10. ახალციხე
  11. ადიგენი
  12. ასპინძა
  13. ახალქალაქი
  14. ნინოწმინდა
  15. ონი
  16. ამბროლაური
  17. ცაგერი
  18. მესტია
  19. ლენტეხი
  20. საჩხერე
  21. ბაღდათი
  22. ვანი
  23. ტყიბული
  24. აბაშა
  25. მარტვილი
  26. ფოთი

„ძლიერ საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიებს ზემოჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების გარდა კანდიდატები არ ჰყავთ ქარელში, ხაშურში.

თბილისში 9 მერობის კანდიდატია. დედაქალაქში კანდიდატები წარადგინეს შემდეგმა სუბიექტებმა:

  • „მამული, ენა, სარწმუნოება“ – თეიმურაზ ბოკელავაძე
  • „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – ზურაბ მახარაძე
  • „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ოთარ ჭითანავა
  • ირაკლი კუპრაძე „ძლიერი საქართველო-ლელო“
  • გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“
  • გიორგი გაჩეჩილაძე „მწვანეთა პარტია“
  • იაგო ხვიჩია „გირჩი“
  • კახა კალაძე „ქართული ოცნება“

თვითმმართველობის არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. მათ შორის არიან: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ ,„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“.