რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას - IRI_ის კვლევის შედეგები

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა ახალი ეროვნული მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდი ხმას არცერთ შემთხვევაში შედეგები ასე განაწილდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 29%

ქართული ოცნება – 25%

გირჩი – 16%

პატრიოტთა ალიანსი – 12%

ლეიბორისტული პარტია – 9%

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.