ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი გამოკითხული (88%) პატრიარქ ილია მეორეს ენდობა. მას თბილისის მერი კახა კალაძე (57%) და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (44%) მოსდევენ. მეოთხე ადგილზე კი – ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძეა.
მეხუთე ადგილზე სალომე ზურაბიშვილია. მეექვსე დავით უსუფაშვილი, მეშვიდეზე კი – ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაა.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით