რომელ საჯარო პირს აქვს ყველაზე მაღალი მოწონება - IRI-ის კვლევა

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება ილია II-ს აქვს ( (91%), შემდეგ მოდის თბილისის მერი კახა კალაძეა (53%), შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი (52%).

გამოკითხვის მიხედვით, მეოთხე ადგილზეა ირაკლი ღარიბაშვილია 47%-ით, მეხუთე ადგილს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს – 44%-ით.


კვლევის მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.