რომელი ავიაკომპანიები განაახლებენ აგვისტოში რეგულარულ ფრენას

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით,  რეგულარული ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან.

„უკვე არის დადასტურებული, რომ აგვისტოს პირველი რიცხვებიდან „ლუფთჰანზა“ განაახლებს რეგულარულ ფრენას. ეს იქნება კვირაში 2-ჯერ. მიდის მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან  Airbaltic-სთან და Air France-სთან, აგვისტოში რეგულარული ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით. კიდევ მესამე ვარიანტია ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“, რომელიც ასევე კომერციულ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ვენიდან, ამსტერდამიდან და თელავივიდან. ანუ შესაძლებლობა აქვთ ჩვენს და, ასევე, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც გავუხსენით საზღვარი, ისარგებლონ ამ რეისებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.