„რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?“, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ twitter-ზე გამოკითხვა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ილონ მასკის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა.
Which @elonmusk do you like more?
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 3, 2022
დღეს უკრაინა-რუსეთის თემაზე Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გამომწერებს შესთავაზა გამოკითხვა, ეთანხმებოდნენ თუ არა შემდეგ მოსაზრებას უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის:
- ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით.
- რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
- ყირიმი ფორმალურად დარჩეს რუსეთის ნაწილად, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
- ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
- უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა მასკმა Twitter-ზე.