26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
პოლიტიკურმა პარტიებმა და კოალიციებმა ცესკოში უკვე წარადგინეს საარჩევნო სიები — ეს პროცესი 26 სექტემბერს დასრულდა.
პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა.
ნახეთ, ვინ რა ფორმით და რა ნომრით მონაწილეობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში:
კოალიცია „ცვლილებისთვის” — N4
- „ახალი” — ნიკა გვარამია, ნიკა მელია
- „გირჩი – მეტი თავისუფლება”
- „დროა”
- „აქტივისტები მომავლისთვის” – ოქტაი ქაზუმოვი
- „რესპუბლიკური პარტია” – ხათუნა სამნიძე
კოალიცია „პატრიოტთა ალიანსი” — N8
- „პატრიოტთა ალიანსი“
- „ალტ ინფო“
კოალიცია „ერთიანობა” — N5
- „ნაციონალური მოძრაობა”;
- „სტრატეგია აღმაშენებელი”;
- „ევროპული საქართველო”;
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ — N9
- „ლელო“,
- ანა დოლიძის „ხალხისთვის“,
- ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“
- „თავისუფლების მოედანი“.
„ლეიბორისტული პარტია” — N10
„ჩვენ” — N23
„გახარია საქართველოსთვის” — N25
„გირჩი” — 36
„ქართული ოცნება” — 41
გარდა ამისა, არჩევნებში კენჭს იყრიან:
- „საქართველო“
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
- „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
- „მემარცხენე ალიანსი“
- „თავისუფალი საქართველო“
- „ტრიბუნა“
- „შეცვალე საქართველო“
- „ქართველ ერთობა“
- „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
- „ევროპელი დემოკრატები“