ხვალიდან, 8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გარკვეული ნაწილი იხსნება, კერძოდ:
აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა როგორც მგზავრებისთვის, ასევე მძღოლისთვის, დასაშვებია მხოლოდ პირბადით;
ხვალიდან დასაშვები ხდება რესტორნების, ბარებისა და კაფეების დახურული სივრცის გახსნა;
სასტუმროების მუშაობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს;
ხვალიდან, ასევე, ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.
8 ივნისისთვის დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა 27 მაისს გააცნო.