რომელი შეზღუდვები უქმდება დღეიდან

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება:

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას, ამ 5 ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

აჭარაში გაიხსნება კვების ობიექტების გარე სივრცეები [სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით].

აღდგება რეგულარული ფრენა.  

შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება: 

  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალურ ტრანსპორტს;
  • სამთო კურორტებს;
  • ღია და დახურულ ბაზრობებს;
  • ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებს;
  • ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება;