რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას დიდი ეფექტი ვერ ექნება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით, იტალიასთან ფრენის შეზღუდვა-შეწყვეტაზე ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის რისკი ევროპის რეგიონში თანაბარია, ამიტომ კონკრეტულ ქვეყანასთან ფრენის შეზღუდვას ეფექტი ვერ ექნება.

„ჩვენ მივყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ვინაიდან  რისკი გარკვეულწილად გავრცელდა და თანაბრდება ევროპის რეგიონში, რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას რამე დიდი ეფექტი ვერ ექნება, ამდენად, ჩვენი რეკომენდაციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავი შეიკავონ ზოგადად მოგზაურობისგან”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოს მონაცემებით,

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 9;
  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 45;