საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში უმცირესობის კვოტით პარლამენტმა 95 ხმით ბონდო მძინარაშვილი აირჩია. ბონდო მძინარაშვილთან ერთად ბორდში უმცირესობის კვოტით აირჩიეს ზაზა აბაშიძე, უმრავლესობით კვოტით კი – გია მურღულია.
მძინარაშვილის კანდიდატურამ „ქართული ოცნებიდან“ და მასთან დაკავშირებული ფრაქციებიდან 90 ხმა მიიღო. 5 ხმით გამოუცხადა მხარდაჭერა ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურას „პატრიოტთა ალიანსმა“. მის წინააღმდეგ ხმა 13 წევრმა მისცა.
ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მისცეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და ლაშა დამენიამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
რაც შეეხება უმრავლესობიდან ბონდო მძინარაშვილის მხარდამჭერებს. მხარდამჭერთა სიაში არიან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წევრები.
- აბუსერიძე ირაკლი
- არველაძე რევაზ
- ბენაშვილი გია
- ბეჟანიძე ლევან
- ბერაია ირაკლი
- ბერაია ირაკლი [დაჩი]
- ბოლქვაძე ანზორ
- გაბუნია ზაზა
- გაჩეჩილაძე გიორგი
- გაჯიევი რუსლან
- გელაშვილი ვალერი
- გოგიხია პაატა
- გოცირიძე ელგუჯა
- გოცირიძე თემური
- გულორდავა გოგა
- დაზიევი მახირ
- დასენი ისკო
- ენუქიძე გოჩა
- ვახტანგაძე მუხრან
- ვოლსკი გია
- ზურაბიანი ცოტნე
- თალაკვაძე არჩილ
- თოთლაძე გიორგი
- თოლორაია ედიშერ
- იზორია ჯუმბერი
- ინაშვილი ირმა
- იონათამაშვილი რატი
- კაკულია რომან
- კახიანი გიორგი
- კვიჟინაძე პაატა
- კიკნაველიძე შალვა
- კილაძე სოფიო
- კობალაძე კობა
- კობახიძე ირაკლი
- კობიაშივლი ლევან
- კოვზანაძე ირაკლი
- კოპაძე გიორგი
- კუდბა სვეტლანა
- კუჭავა კახაბერ
- ლომია გიორგი
- ლურსმანაშვილი კობა
- მათიკაშვილი დავით
- მაკრახიძე იოსებ
- მანუკიანი სამველ
- მარგველაშვილი გენადი
- მარშანია ადა
- მაღარაძე გუგული
- მანჭავარიანი ენძელა
- მაჭავარიანი გურამ
- მახათაძე სულხან
- მგალობლიშვილი ლევან
- მდინარაძე მამუკა
- მეზურნიშვილი ირაკლი
- მეშველიანი გოგი
- მირზოევი სავალან
- მკოიანი ეზელ
- მუჩიაშვილი რომან
- მხეიძე დიმიტრი
- მხეიძე პაატა
- ნავერიანი თამაზ
- კობაიძე კობა
- ნაკაშიძე ილია
- ნოზაძე სიამონ
- ოდიშარია ბექა
- ოქრიაშვილი კახაბერ
- ოხანაშვილი ანრი
- პაპუაშვილი ზაზა
- პოღოსიანი რუსლან
- ჟორჟოლიანი გია
- სამხარაული გელა
- სამხარაძე დიმიტრი
- სესიაშვილი ირაკლი
- სონღულაშვილი დავით
- ტრიპოლსკი ერეკლე
- ქანთარაია ალქესანდრე
- ქვარაია მერაბ
- ყაველაშვილი მიხეილ
- შიოლაშვილი ირაკლი
- ჩანქსელიანი გოდერძი
- წიკლაური მირიან
- წილოსანი ნინო
- წულაია ივლიანე
- ჭიჭინაძე გივი
- ჭკუასელი თეიმურაზ
- ხაბერელი შოთა
- ხაბაძე არჩილ
- ხაბელოვი ლერი
- ხალვაში ფატი
- ხატიძე გიორგი
- ხაჩიძე მერაბ
- ხახუბია ირაკლი
- ხუბულური თენგიზი
- ხუნდაძე დიმიტრი
- ჯაფარიძე ვიქტორ
„მედიის განვითარების ფონდმა“ ბონდო მძინარაშვილის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს მოუყარა თავი. პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ წამყვანი და მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი წლებია ანტიდასავლური, პრორუსული, თურქოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამოირჩევა. „მედიის განვითარების ფონდის“ მომზადებულ მასალა, სადაც ბონდო მძინარაშვილის მიერ გაკეთებეული ანტიამერიკული და NATO-ს საწინააღმდეგო განცხადებების თავმოყრილი იხილეთ ბმულზე.