რომის პაპი რობერტ პრევოსტი იქნება

პუბლიკა

კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი 267-ე პაპად აირჩიეს. ის მალე წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გავა, როგორც მსოფლიოს 1.4 მილიარდი კათოლიკეს ახალი ლიდერი. პრევოსტი 69 წლისაა. მას ლეო XIV-ის სახელით მოიხსენიებენ და აშშ-დან პირველი პაპი იქნება.

რობერტ პრევოსტი 1955 წელს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში დაიბადა, მღვდალდ კი 1982 წლის ივნისში აკურთხეს. კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში ის სამრეთ ამერიკაში მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა, ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა პერუს ერთ-ერთ წალაქში, 2014 წლიდან 2023 წლამდე კი ჩიკილაოს (პერუ) ეპისკოპოსი იყო. 2023 წლეს კი კარდინალად აკურთხეს.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ახალმა პაპმა ცოტა ხნის წინ მიმართა, მან გამოკვეთა თავისი ხედვა კათოლიკური ეკლესიის შესახებ, როგორც ეკლესიის, რომელიც „აშენებს ხიდებს“ და ამყარებს დიალოგს:

„ჩვენ ერთად უნდა მივისწრაფოდეთ, რომ ვიყოთ მისიონერული ეკლესია. ეკლესია, რომელიც აშენებს ამყარებს და დიალოგს ამყარებს“, – თქვა მან დღეს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე წარმოთქმულ სიტყვაში.

„მშვიდობა იყოს თქვენ ყველასთან“, – მიმართავს პაპი ლეო XIV შეკრებილ ხალხს და ამბობს, რომ ღმერთს ყველა უყვარს, უპირობოდ.

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა – ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა.