რომის პაპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის. მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის”, – აღნიშნულია რომის პაპის მისალოც წერილში.