რომის პაპის მიმართვა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე | ფოტო

პუბლიკა

პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პარასკევის ლოცვა მარტომ აღავლინა. მორწმუნეები მას სახლებიდან, პირდაპირი ეთერის საშუალებით უყურებდნენ.

პაპმა მთელი მსოფლიოს კათოლიკეები დალოცა და მოუწოდა მათ, კორონავირუსის შიშს რწმენით დაუპირისპირდნენ.

ისტორიაში პირველად პაპმა ფრანცისკემ საზეიმო მესისთვის განკუთვნილი ლოცვა (Urbi et Orbi) ცარიელ მოედანზე წაიკითხა, რომელიც ტელევიზიით, რადიოთი და სოციალური ქსელით გადაიცემოდა კარანტინში მყოფი კათოლიკეებისთვის.

 

 

ფოტო: Antonello Guerrera

 

ფოტო: Antonello Guerrera

 

ფოტო: CNS photo/Alessandro Garofalo, Reuters

 

ფოტო: Antonello Guerrera