„როსნეფტმა" ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა

პუბლიკა

Reuters-ის თანახმად, რუსულმა ნავთობკომპანია „როსნეტფმა“ საქართველოში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა.

Reuters ინფორმაციას გემების სამეთვალყურეო მონაცემებსა და სფეროში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტანკერმაკაისერიმ“ 6 ოქტომბერს შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირული მსუბუქი ნავთობი შემოიტანა.

„როიტერი“ ხაზს უსვამს, რომ დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე თბილისმა მოსკოვთან გააღრმავა ეკონომიკური კავშირები.

„როსნეფტს“ „ლუკოილს“ და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დიდმა ბრიტანეთმა 15 ოქტომბერს სანქციები დაუწესა.

„როსნეფტმა“ „როიტერს“ კითხვებზე არ უპასუხა.

რუსეთი ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს, ამავე დროს კი დასავლეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ებრძვის.

ყულევის ნავთობტერმინალმა მუშაობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო.

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ, 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა.

2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყულევის ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორი არის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომლის დამფუძნებელიც მაკა ასათიანია

BMG-ის თანახმად, ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია შპს „ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი – მიხეილ ჭკუასელი. შპს „ბლექ სი პეტროლიუმ”-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს „თრეიდ სთოუნ იბერია”-ს.