როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი 13-15 მაისს თბილისს ეწვევა.

როთის თქმით, მასთან ერთად იქნებიან კოლეგები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან.

„13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს!

ჩემთან ერთად იქნებიან გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან.

მოუთმენლად ველით მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და გაბედულ სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრას“, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი თავის X-ზე.