„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამოუკიდებელი ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში არ შემოუშვეს.
RSF-ის ცნობით, 20 მაისს საზღვარზე 45-წუთიანი დაყოვნების შემდეგ, ჟურნალისტს უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე ბუნდოვანი მიზეზით, კერძოდ, განუმარტეს, რომ მას უარი ეთქვა „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გამო”. მათი განცხადებით, ნილი ახლა ერევანში იმყოფება და არ აქვს წვდომა თბილისში დარჩენილ პირად ნივთებზე.
აქვე ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ბრიტანელი ჟურნალისტი ავტორია Byline Times-ის გამოძიებისა, რომელშიც საუბარია სანქცირებული რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩისა და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგის Hunnewell Partners-ის სავარაუდო კავშირზე.