უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ვლადისლავ ვლასიუკი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე რუსულ იარაღში აღმოჩენილი უცხოური ნაწილების დაახლოებით 60% ჩინეთის გავლით მოდის.
„თუ აიღებთ ყველა ჩვეულებრივი ტიპის იარაღს და ჩათვლით უცხოური წარმოების კომპონენტებს – დაახლოებით 60% იქნება ჩინეთიდან. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია ზოგიერთ მწარმოებელთან ამის შესახებ. მე ვიტყოდი, რომ PRC (ჩინეთი) ყველაზე დიდი პრობლემაა”, – თქვა ვლასიუკმა.
რუსეთსა და ჩინეთს შორის ძლიერი სავაჭრო კავშირების მიუხედავად, პეკინმა არაერთხელ უარყო იარაღის მიწოდება რომელიმე მხარისთვის.