რუბიო თურქეთში NATO-ს საგარეო მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 14-16 მაისს თურქეთში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.

შეხვედრაზე განიხილავენ ალიანსის პრიორიტეტებს, მათ შორის, მოკავშირეთა თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდას და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას.

მანამდე, მარკო რუბიო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საუდის არაბეთსა და კატარში გაჰყვება 11-14 მაისს, სადაც ტრამპი შეერთებულ შტატებსა და Gulf-ის ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრებს.

„მარკო რუბიოს თანამშრომლობა მაღალჩინოსნებთან ხელს შეუწყობს გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტას, გააფართოებს ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, — წერია სახ.დეპ-ის განცხადებაში.