რუხის კლინიკაში 32 წლის კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

რუხის კლინიკაში 32 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯერი, ნინო აკობია „პუბლიკასთან“ ამბობს, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული და თვითნებური მკურნალობა გახდა.

„გუშინ დილით გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შემოვიდა. მას თანხმლები დაავადებები არ ჰქონია. პაციენტის დამძიმების მიზეზი დაგვიანებულ და თვითნებური მედიკამენტოზური მკურნალობა იყო – ბინაზე მკურნალობდა 10 დღე. იგი გადმოყვანილი იყო ფოთის კლინიკიდან“, – ამბობს აკობია „პუბლიკასთან“ საუბარში.


Covid-19-ით გარდაიცვალა გუშინ 29 წლის კაცი რუსთავშიც. როგორც კლინიკა „რუსთავის“ სამედიცინო ხელმძღვანელმა, ირაკლი გიორგაძემ „პირველ არხს“ განუცხადა, მას არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები.

დღეს, 18 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2244.