რუმინეთის საპატრიარქოს განცხადებით, რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამატებით 470 000 ევროს მობილიზება შეძლო კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
მთლიანობაში რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 3 551 390 ევროს ოდენობის დახმარება გასცა პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის.
„რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია განაგრძობს ფართო საქველმოქმედო კამპანიას პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. ეკლესია ეპარქიების ხელით ეხმარება მოხუცებსა და ღარიბებს, დაავადებულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ, ვინც დროებით იზოლირებულია ან კარანტინშია მოთავსებული.
ის დახმარება, რომელიც ეკლესიამ ამ დრომდე გასცა და რომელიც 3,5 მლნ ევროს აჭარბებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკლესიის მღვდელმსახურებისა და მორწმუნეების მზაობას გამოხატონ სოლიდარობა მათ მიმართ, ვინც გასაჭირშია და დახმარება სჭირდება”, – წერია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებაში.