„მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი გიორგი რურუა, რომელიც მაგისტრი მოსამართლის წინაშე ტერორიზმის და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შეკითხვები არ დასმულა ტერორიზმის შესახებ.
„ეს იყო რაღაც დადგმული ცირკი ხელისუფლების მხრიდან, არანაირი შინაარსი არ ჰქონდა, შინაარსის გარეშე იყო დაკითხვა, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. კითხვებზე სამწუხაროდ, პასუხს ვერ გაგცემთ, ხელი გაუთქმელობაზე მომაწერინეს“, – თქვა რურუამ.
IPN-ის ცნობით, რურუამ კითხვაზე, ჰკითხეს თუ არა მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, რურუამ უპასუხა, რომ ეს სახელი და გვარი საერთოდ არ უხსენებიათ.
„ხელი მოვაწერე, რომ არანაირ ინფორმაციას არ გავცემ, მითუმეტეს, მაგ სახელ და გვართან დაკავშირებით კითხვა საერთოდ არ ყოფილა. ახლა რომ იყოს ყავის მკითხაობაზე მუხლი, იგივეა ზუსტად, არანაირი ტერორიზმის გარშემო კითხვა არ ყოფილა, საერთოდ, ეს იყო ყავაზე მკითხაობა, მეტი არაფერი“, – განაცხადა რურუამ.
„მთავარი არხის“ თანადამფუძნებელმა 5 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა.
უწყების მიხედვით, ის სუს-ში 6 ნოემბერს, მოწმის სახით დაიბარეს. უწყების ცნობით, ის დაბარბეულია სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც შეთქმულებასა და ტერორიზმს გულისხმობს.