რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს უკრაინაში დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი

პუბლიკა

რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს უკრაინაში დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ მიხალკოვი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ მხარდამჭერი განცხადებების გამო.

ვენედიქტოვა წერს, რომ დაწყებულია პროცედურები მიხალკოვის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებისთვის.