რუსებმა ბუჩაში მოქალაქეები მიზანმიმართულად დახოცეს. მოვითხოვთ ახალ სანქციებს - კულება

პუბლიკა
გაფრთხილება! ფოტოებზე ასახულია მძიმე კადრები

„რუსეთის მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა მიზანმიმართული იყო“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება twitter-ზე წერს.

„რუსების მიზანია რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გაანადგურონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი. ჩვენ ახლავე მოვითხოვთ „დიდი შვიდეულისგან“ ახალ დამანგრეველ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

  • აკრძალეთ ნავთობის, გაზის, ნახშირის იმპორტის
  •  დახურეთ ყველა პორტი რუსული გემებისა და ტვირთისთვის
  • გათიშეთ ყველა რუსული ბანკი SWIFT-დან.

კიევის გათავისუფლებულ გარეუბანში ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.