რუსებმა დაბომბეს სავაჭრო ცენტრი, სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში ჭურვები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

მსხვერპლის შესახებ ზუსტი ცნობები ჯერ არ არსებობს, თუმცა საუბაროა 20 დაშავებულსა და 2 გარდაცვლილზე.