ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტარუხი წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ამჯერად დნიპრორუდის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს.
„ომის დანაშაულები სისტემური ხდება“, – წერს სტარუხი.
მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი. მის მაგივრად კი კრემლისადმი ლოიალური პირი წარადგინეს „მერად“.