რუსებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

პუბლიკა

8 ივლისის დილას რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს. პირველადი მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 8 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 15 მშვიდობიანი მოქალაქე.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ორშაბათს რუსებმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, ჯამში, 40-მდე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა დაარტყეს კიევში მდებარე ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ შენობასაც.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ღონისძიებები – მოქალაქეებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ.