რუსებმა მარიუპოლიდან დონეცკსა და რუსეთში 40 000-მდე მოქალაქე გადაასახლეს - ბოიჩენკო

პუბლიკა

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქიდან ოკუპირებული დონეცკისა და რუსეთის მიმართულებით 40 000-მდე მოქალაქე ძალით გადაასახლეს.

„ჩვენ უკვე გადავამოწმეთ იმ ადამიანთა ერთი სია, რომელთა დეპორტაციაც მოხდა მარიუპოლიდან რუსეთსა და ე.წ. დსრ-ში. თითქმის 40 000 ადამიანი. ახლა მათ გადასახლებულთა სიების დამალვაც დაიწყეს, ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია ყველას გადამოწმება, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ბოიჩენკომ.

მისი თქმით, რუსებს უკრაინის მოქალაქეები შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირსა და სხვა შორეულ რეგიონებში მიჰყავთ, იქ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებინებენ.