უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს და სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს. დაიბომბა დონეცკის ოლქიც – კრამატორსკი და კონსტანტინოვკა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ბოლო მონაცემებით 6 მოქალაქე დაიღუპა და ათობით დაშავდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ იყვნენ მოყოლილი ადამიანები.
სარაკეტო თავდასხმისთვის ირანული წარმოების დრონები, „კალიბრის“ და KH-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. უკრაინის საჰერო თავდაცვამ მოახერხა რაკეტების ნაწილის გაუვნებელყოფა, მაგრამ ნაწილი საცოხვრებელ სახლებსა და სამოქალაქო დანიშნულების საწყობებს მოხვდა.
3 მოქალაქე დონეცკის ოლქის ქალაქების დაბომბვისას დაიღუპა, 3 კი – ოდესაში, ერთ-ერთ საწყობში.