რუსებმა ზაპოროჟიის ოლქში, ვილნიანსკში სამშობიარო საავადმყოფო დაბომბეს. დაიღუპა ერთი ახალშობლილი, დაშავდნენ ქალები და ექიმები.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაღუპული ბავშვის დედა და ექიმი საავადმყოფოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
„ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ.