რუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13 ადამიანი

პუბლიკა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, 13 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ივან ფედოროვი Telegram-ის პირად არხზე წერს.

მისი თქმით, დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, ამ დროისთვის მინიმუმ 80-მა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს დახმარებისთვის.

ფედოროვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა საჰაერო ბომბებით განახორციელეს.