რუსებთან ტყვეები გავცვალეთ - უკრაინის ვიცე-პრემიერი

პუბლიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, ვოლოდიმერ ზელენსკის ბრძანების შესაბამისად, რუსეთთან ტყვეების ნაწილი გაცვალეს.

ვერეშჩუკის თქმით, 10 რუსი სამხედრო 10 უკრაინელ სამხედროში გაიცვალა. ასევე, მათ დააბრუნეს რუსეთში ოდესასთან ჩაძირული სამოქალაქო გემის 11 მეზღვაური.

„ამის შედეგად, ის 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური დაუბრუნდება სახლს, ვინც ზმეინის კუნძულის დასახმარებლად წავიდა და ამ დროს დააკავეს ოკუპანტებმა. გაცვლის პირობების შესაბამისად, მათი სამაშველო გემიც გადაეცემა უკრაინას, რისთვისაც თურქეთის პორტში გაიგზავნება“, – წერს ირინა ვერეშჩუკი.