რუსეთი ამტკიცებს, რომ 5 უკრაინელი სამხედრო მოკლეს / უკრაინა უარყოფს

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მათ გაანადგურეს უკრაინული „სადაზვერვო დივერსიული“ ჯგუფი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა.

რუსული მხარის მტკიცებით, რუსმა მესაზღვრეებმა შენიშნეს ჯგუფი 2 ჯავშანმანქანით, რომელიც დივერსიას ისახავდა მიზნად. მესაზღვრეების დასახმარებლად მისულმა რუსმა სამხედროებმა 5 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და მათი ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს უკრაინული მხარე. უკრაინის ხელისუფლება უკრაინელი სამხედროების დახოცვის ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ სიცრუეა, თითქოსდა უკრაინელი ჯარისკაცები როსტოვის მხარეში შეღწევას ცდილობდნენ.