რუსეთი არ ჩარეულა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას - რუდენკო

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს თქმით, რუსეთი არ ჩარეულა და არც აპირებს ნებისმიერი ფორმით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

„ეს კომენტარები საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე იყოს, რომლებმაც ისინი გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არც აქვს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ ფორმით ჩარევის სურვილი“, – უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ, ანდრეი რუდენკომ რუსულ გამოცემა „რიას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ-ს“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა.

კიბერშტევა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

რუსული კიბერშეტევა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ასევე დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ლიეტუვის საგარეო უწყებებმა.