რუსეთი არასოდეს განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლას - პესკოვი

პუბლიკა

„რუსეთი არასოდეს განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის საკითხს“,- ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უზრუნველყოფს, ის ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს.

„გამორიცხულია. რუსეთი არასდროს განიხილავდა და მომავალშიც არ განიხილავს მისი ტერიტორიების გაცვლის საკითხს“,- ამბობს პესკოვი.

„ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით“,- თქვა ინტერვიუში ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ იცის, თუ რომელ ტერიტორიას გაიღებს რუსეთი კურსკის სანაცვლოდ:

„არ ვიცი, შევხედოთ, მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, ამ საკითხში პრიორიტეტი არ გვაქვს”,- ამბობს ზელენსკი.

პესკოვი ამბობს, რომ ისინი უკრაინულ ქვედანაყოფებს „გაანადგურებენ და გაყრიან.“