რუსეთი ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზებას ახდენს - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლველად რუსეთი ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზებას ახდენს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ მარიუპოლში, სავარაუდოდ, ათიათასობით  დაღუპული ადამიანია.

„მარიუპოლი განადგურდა, ათიათასობით მოქალაქე დაღუპულია, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ წყვეტენ თავდასხმას“, – თქვა მან მიმართვისას.

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ 9 ახალ ჰუმანიტარულ დერეფანზე, რომლითაც მოქალაქეები ალყაში მოქცეულ ქალაქებს, მათ შორის მარიუპოლს დატოვებენ.