რუსეთი ცდილობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ხელი შეუშალოს - კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთი ცდილობს, ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ტროლების ქარხანა ცდილობს, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს უკრაინის შესახებ და მისი სამიზნე უცხოური მედია და პოლიტიკოსები არიან.

„რუსეთმა იცის, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ახდენს  ყველა ძალისხმევის მობილიზებას, იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ამას. მოსკოვმა მოამზადა მასობრივი საინფორმაციო კამპანია, რომლის სამიზნე უცხოური მედია და პოლიტიკოსები არიან. რუსების ტროლების ქარხანამ შესაძლოა „დასპამოს“ მეილები და დეზინფორმაცია გაავრცელოს უკრაინის შესახებ. არ წამოეგოთ ამას“, – წერს დმიტრო კულება twitter-ზე.